ჩინეთი

ჩინეთი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად $2 მილიარდს გამოყოფს

0 კომენტარი
სი ძინპინი

ორშაბათს, 18 მაისს, ჯანდაცვის საერთაშორისო ასამბლეა ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიხსნა. ღონისძიება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით იმართება, პლენარული სხდომა კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის სიტყვით გაიხსნა.

სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი ფინანსურად და ტექნიკურად დაეხმარება კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ქვეყნებს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის თქმით, მომავალი ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების დახმარებაზე 2 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. სი ძინპინის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი განვითარებად ქვეყნებზე გაკეთდება.

სი ძინპინის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთი დროულად და გამჭვირვალედ ახდენდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმირებას. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე ჩინეთი მალავდა ინფიცირების საერთო შემთხვევებისა და დაავადების თვისებების შესახებ ინფორმაციას.

ამას მოწმობს თემაზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიებაც, რომელთა მიხედვითაც ჩინეთი საწყის ეტაპზე მალავდა დაავადების მასშტაბებს და ეს პერიოდი სამედიცინო აღჭურვილობის მარაგის შესაქმნელად გამოიყენა. 

სი ძინპინმა, ასევე, განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოძიებას, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვირუსის კონტროლს შეძლებენ.

უფრო მეტი ჩინეთისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ურთიერთობების შესახებ წაიკითხეთ აქ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები