ახალი კორონავირუსი

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters/Brazil Military handout

კონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან 2 054 125 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მათივე მონაცემების მიხედვით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსით 5 205 900 პირი დაინფიცირდა, COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი კი 337 572-ია.

ვირუსული ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა და კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ აშშ-ია გამოვლენილი. 23 მაისის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსი 1,6 მილიონზე მეტს დაუდასტურდა, ხოლო ვირუსით 97 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც COVID 19-ის 330 890 შემთხვევაა გამოვლენილი. მესამე ადგილზე კი რუსეთია 326 448 დადასტურებული შემთხვევით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები