ლა ლიგა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 8 ივნისიდან განახლდება

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 8 ივნისიდან განახლდება. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა თქვა. 

"კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაფერი გავაკეთეთ, ცუდი უკან მოვიტოვეთ და ახლა დროა, ყოველდღიურ საქმიანობას მივუბრუნდეთ. 8 ივნისიდან ლა ლიგა ბრუნდება. გუნდები უკვე რამდენიმე კვირაა, ვარჯიშს დაუბრუნდნენ", - ამბობს სანჩესი. 

ესპანეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო 10 მარტს შეჩერდა. 

იტალიის სერია A 13 ივნისიდან განახლდება. გერმანიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, Bundesliga-ს მატჩები 16 მაისიდან აღდგება. ინგლისის პრემიერ ლიგა კი 1 ივნისიდან დაბრუნდება

კომენტარები