ძლიერი ქარი

საგანგებო: ბოლო 24 საათში 260 შეტყობინება შემოვიდა, დაზიანდა 13 ავტომობილი, არავინ დაშავებულა

0 კომენტარი
ფოტო: flickr

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, 260 შეტყობინება მიიღეს, აქედან 240 - თბილისიდან.

უწყების ცნობით, მოქალაქეები არ დაშავებულან და შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევებიც აღირიცხა, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, დაზიანდა 13 ავტომობილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები