ნიკოლოზ ბასილაშვილი

POG: ბასილაშვილმა ყოფილ ცოლზე ბავშვის თანდასწრებით იძალადა, პატიმრობას ვითხოვთ

0 კომენტარი

საქართველოს გენერალური პროკურატურა ქვეყნის პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.  

ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს

უწყების ინფორმაციით, მან, ურთიერთშელაპარაკების დროს, ყოფილ ცოლზე ფიზიკურად იძალადა. 

"სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები