ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

0 კომენტარი
ნიკოლოზ ბასილაშვილი ფოტო: Facebook/Nikoloz Basilashvili

ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

პროკურორის ინფორმაციით, ჩოგბურთელს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა, რომელიც 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, წინა სასამართლო პროცესი 16 ივლისს გაიმართება.

საქართველოს პირველი ჩოგანი 22 მაისს დააკავეს. 

ბრალდების ინფორმაციით, მან, ურთიერთშელაპარაკების დროს, ყოფილ ცოლზე ფიზიკურად იძალადა. 

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბასილაშვილი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს. 

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები