What We Do In The Shadows

სერიალს WHAT WE DO IN THE SHADOWS მესამე სეზონი ექნება

Netflix

სატელევიზიო არხმა FX კომედიური სერიალი What We Do In The Shadows კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივა.

"გვიხარია, რომ მაყურებლები და კრიტიკოსები ჩვენი სერიალით კმაყოფილები არიან. კვირიდან კვირამდე ჩვენი სცენარისტები, რეჟისორები და მსახიობები ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კომედიურ სერიალს ქმნიან,"-ამბობს FX-ის წარმომადგენელი.

სერიალი იგივე სახელწოდების ფილმს ეფუძნება, რომელიც 2014 წელს ტაიკა ვაიტიტიმ და ჯემეინ კლემენტმა გადაიღეს. წყვილი სატელევიზიო შოუს პროდიუსერები არიან, ვაიტიტიმ რიმეიქში ეპიზოდური როლი შეასრულა.

კომენტარები