ტრანსპორტი

საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება

PIA

საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე თქვა. 

მისივე თქმით, მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და დაწესდება გარკვეული შეზღუდვები.

გახარიას თქმით, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება. 

პირველი ივნისიდან ასევე გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები, და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

რა შეზღუდვები იხსნება მომავალ 2 კვირაში ნახეთ აქ.

შეზღუდვების მოხსნა დროში ემთხვევა პრემიერმინისტ გახარიას საპარლამენტო მოსმენას. გახარია პარლამენტში ქვეყანაში კორონავირუსისა მართვის შესახებ წარადგენს ანგარიშს. პრემიერის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, დეპუტატებს საშუალება ექნებათ გიორგი გახარიას კითხვები დაუსვან.

ევროპული საქართველო დაწესებული შეზღუდვების სწრაფ მოხსნასა და ეკონომიკის გახსნას ითხოვდა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას.

კომენტარები