კორონავირუსი

გახარია უმუშევრად დარჩენილებზე: ძიძებზეც იგივე მიდგომაა, დამსაქმებლის წერილია საჭირო

საქართველოს მთავრობა / Screengrab

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილმა ადამიანებს დამსაქმებლის წერილი სჭირდებათ. მისი განმარტებით, ეს ეხება ძიძებსაც.

"ელემენტარული წერილია საჭირო, რთულია ეს თქვენთვის? რა მოტივი შეიძლება გქონდეთ, რომ ადამიანს, რომელიც თქვენს ოჯახშია შემოსული, ძიძად მუშაობს, ასეთ წერილზე უარი უთხრათ?" - იკითხა გახარიამ პარლამენტში.

მთავრობამ სოციალურ-ეკონომიკური გეგმა 24 აპრილს წარადგინა. რომლის მიხედვითაც, უხელფასოდ დარჩენილი ადამიანები მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში, თვითდასაქმებულები კი ერთჯერადად 300 ლარს. თუმცა, თვითდასაქმებულ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ რამე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული. აქამდე ცნობილი სოციალურ-ეკონომიკური გეგმის თანახმად, ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, მაგალითად, მძღოლები ან ძიძები დახმარებას ვერ მიიღებდნენ.

კომენტარები