კორონავირუსი სომხეთში

გასულ 24 საათში სომხეთში კორონავირუსის 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 460 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვისურული ინფექციისგან კი გასულ დღე-ღამეში 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ეპირდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში COVID- 19 სულ 8 676 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გარდაიცვალა - 120. მიმდინარე, აქტიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა კი 5 214-ია.

მიუხედავად ვირუსით ინფიცირების ასეთი მაჩვენებლისა, სომხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები იხსნება.

4 მაისიდან სომხეთში რესტორნები, ბარები, პატარა მაღაზიები, სილამაზის სალონები, ქიმწმენდა გაიხსნა. ასევე, სამშენებლო და საწარმო ინდუსტრიები კვლავ განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. 

მარტში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანდა, რომ ერევანში მდებარე ერთ-ერთი სპორტული დარბაზი საველე საავადმყოფოდ იყო გადაკეთებული. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა თქვა, რომ სომხეთის საავადმყოფოები 3 000-დან 4 000-მდე ინფიცირებულს გაუმკლავდება. ისინი მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს სახლებში მკურნალობისაკენ მოუწოდებენ.

კომენტარები