კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ახალი შემთხვევების წყარო ცნობილია, 2 ბოლნისიდანაა, 9 კი ინფიცირებულის კონტაქტია

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

თბილისი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 11 ახალი შემთხვევის ყველა წყარო ცნობილია. 

მისივე თქმით, 2 პაციენტი ბოლნისიდან არის, ხოლო დანარჩენი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 

"გრძელდება კვლევა იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ამ წყაროში კიდევ ინფიცირებულები. ეს ახალი კლასტერი არ არის. ბინაში იყვენ იზოლაციაში და კვლევის მეცამეტე-მეთოთხმეტე დღეს მათ დაუდასტურდათ", - ამბობს მარინა ეზუგბაია.  

მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 8 ახალი პაციენტი შეიყვანეს და მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქად არის შეფასებული. ეზუგბაიას თქმითვე, კლინიკაში 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ოთხმა კლინიკა დატოვა. ინფექციურში სულ 43 პაციენტი მკურნალობს.  

30 მაისის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 11-ით გაიზარდა. ჯამში 757 ინფიცირებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მათი რიცხვი 24-ით გაიზარდა და სულ 600-ია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები