კორონავირუსი ბრაზილიაში

ბრაზილიამ COVID 19-ით გარდაცვლილთა მაჩვენებლით ესპანეთს გაუსწრო

Andre Coelho/Getty Images

ბრაზილიამ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით ესპანეთს, სადაც აშშ-ის შემდეგ, ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გადაუსწრო.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ბრაზილიაში ვირუსული ინფექციისგან 1 124 პაციენტი გარდაიცვალა, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კი სულ 27 878 პირი დაიღუპა. ესპანეთში, დღეის მონაცემებით, COVID 19-ისგან 27 121 ადამიანი გარდაიცვალა.

უკვე ოთხი დღეა, რაც ბრაზილიაში ახალი კორონავირუსით დღეში 1 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

ბრაზილიაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელიც მზარდია - დადასტურდა 26 928 ახალი შემთხვევა, სულ კი ქვეყანაში კორონავირუსით 465 166 პირი დაინფიცირდა.

ვირუსით ყველაზე მეტად ბრაზილიის უდიდესი ქალაქი სან-პაულუ დაზარალდა. ქალაქის მერის თქმით, საავადმყოფოებმა შესაძლებლობის 90%-ს მიაღწიეს და მალე პაციენტების მისაღებად ადგილი აღარ ექნებათ.

კომენტარები