ფარგო

ფარგოს მეოთხე სეზონის თრეილერი გამოვიდა

0 კომენტარი

სატელევიზიო არხმა FX სერიალის Fargo მეოთხე სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა.

ახალი სეზონის სიუჟეტი 50-იანი წლების კანზასში განვითარდება. მთავარი გმირები იტალიური და აფროამერიკული კრიმინალური დაჯგუფებების ხელმძღვანელები არიან.

სერიალში მთავარ როლებს კრის როკი, ჯეისონ შვარცმანი, ბენ უიშოუ და ტიმოტი ოლიფანტი ასრულებენ.

მეოთხე სეზონის პრემიერა მიმდინარე წლის აპრილში იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო. გამოსვლის ახალი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები