კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულის სოფელ მარეთიდანაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, ახალი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდანაა. 

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკაში ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტი მკურნალობს. 

"ჩვენთან მყოფი სამი მძიმე პაციენტის რადიოლოგიური მონაცემების მიხედვით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება. აქედან გამომდინარე უკვე ეს პაციენტები ამოღებულები არიან, როგორც მძიმე პაციენტი", -ამბობს ეზუგბაია. 

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი პრობლემური, მძიმე პაციენტი აღარ ჰყავთ. 

"რა თქმა უნდა, არიან პაციენტები, რომლებიც მაინც ითვლებიან, როგორც მძიმე პაციენტები, თუმცა მათი პროგნოზი კეთილსაიმედოა", - თქვა ეზუგბაიამ. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევები 2-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულები - 10-ით. 

რაც შეეხება საერთო მონაცემებს, ჯამში ქვეყანაში 796 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 634 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები