თაღლითობა

სებ: Mazilla.ge არაა ჩვენ მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო, შესაძლოა, თაღლითები მართავდნენ

0 კომენტარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავარაუდო თაღლითობასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. 

სებ-ის განცხადებით, ერთერთი ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხის აღებისთვის შუამავლობას სთავაზობს, შესაძლოა, თაღლითების მიერ იმართებოდეს. საუბარია კომპანია Mazilla.ge-ზე. 

"Mazilla.ge არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ დეტალური და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული", - წერია განცხადებაში. 

ამასთან, სებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენების დროს. რეგულატორის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. 

"საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება საგადახდო ბარათის ნომერი და მისი უსაფრთხოების სამნიშნა კოდი, რომელიც დატანილია ბარათის მეორე გვერდზე, ასევე ინტერნეტ-ბანკის, მობილური ბანკის, ელექტრონული საფულის მომხმარებლის სახელი, პაროლი და უსაფრთხოების კოდი. აღნიშნული მონაცემების ხელში ჩაგდებით თაღლითები არასანქცირებულ გადარიცხვებს ახორციელებენ", - წერია განცხადებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები