ახალი კორონავირუსი სომხეთში

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაეხმარონ სომხეთს COVID 19-თან ბრძოლაში

0 კომენტარი

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, სომხეთს COVID 19-თან ბრძოლაში დაეხმარონ.

ერთობლივ განცხადებაში NGO-ები მიუთითებენ, რომ არსებითია, ეს დახმარება დროულად და სომხეთის საჭიროებების მიხედვით სათანადოდ განხორციელდეს.

ორგანიზაციების რწმენით, კორონავირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი დაძლევადი მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში შეიძლება გახდეს და მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი რესურსების ფარგლებში, სოლიდარობის ამგვარი პოზიტიური პრაქტიკა შექმნას.

"პანდემიასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი საერთაშორისო ურთიერთობებს დამატებითი წნეხის ქვეშ აყენებს და სამწუხაროა, რომ რიგ შემთხვევებში, არსებულ ვითარებას იზოლაციონისტური და ავტორიტარული რიტორიკის გაძლიერება მოჰყვა. ამ ტალღის დასაპირისპირებლად, მნიშვნელოვანია კრიზისის დაძლევისკენ მიმართული ურთიერთთანამშრომლობისა და სოლიდარობის ახალი სტრატეგიისა და პრაქტიკის შექმნა. მეტიც, კრიზისული სიტუაცია, შესაძლოა, ქვეყნებსა და ადამიანებს შორის კონფლიქტის, გაუცხოების, ტრანფორმაციისა და სოლიდარობაზე დაფუძნებული პოზიტიური პოლიტიკის გატარების პირობაც აღმოჩნდეს.

ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერის აღმოჩენა ჩვენი მეზობელი ხალხისთვის და ქვეყნებისთვის სომხეთთან კეთილმეზობლობის დადასტურება, ქვეყნებსა და მოქალაქეებს შორის მეგობრობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ამასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩვენი მანდატისა და რესურსების ფარგლებში, აღმოვუჩინოთ საჭირო მხარდაჭერა ჩვენს კოლეგებს", - აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში (OSGF)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • კავშირი საფარი
  • პლატფორმა სალამი (Salam)

სომხეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 11 800-ს გადააჭარბა. დაღუპულია 600-მდე ადამიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები