ახალი კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში - 719

armradio.am

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსისგან 8 პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსულ ინფექციას სულ 719 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 223 პაციენტის სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.

გაიზარდა COVID 19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელიც. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსი კიდევ 239 პირს დაუდასტურდა. სომხეთში ვირუსით სულ 37 629 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 27 357 პაციენტი. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 9 330 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები