კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ორი მათგანი ტრაილერის მძღოლია

მთავარი არხი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის სამი ახალი დადატურებული შემთხვევიდან, ყველა არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული.

მისივე ინფორმაციით, ორი დაინფიცირებული ტრაილების მძღოლია, ერთი კი საკარანტინე სივრციდან არის გადაყვანილი. 

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 49 დაინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ეზუგბაია ამბობს, რომ მძიმე პაციენტები აღარ ჰყავთ და მათი უმრავლესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.

6 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 808 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 663 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 132 აქტიური შემთხვევაა.

 

 

კომენტარები