ახალი კორონავირუსი სომხეთში

გასულ დღე-ღამეში სომხეთში ახალი კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა, დაინფიცირდა - 195

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსული ინფექციით ჯამში 211 პირი დაიღუპა.

გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა ინფიცირების 195 ახალი შემთხვევა, სულ სომხეთში კორონავირუსი 13 325 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 4 099 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქტიური რჩება 9 000-მდე შემთხვევა.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თქვა, რომ ქვეყანას დღესდღეობით ახალი ინფიცირებული პირები ჰყავს, რომელთა ჰოსპიტალიზებაც ვერ ხერხდება, რადგან საავადმყოფოები ადგილების უქონლობის გამო ახალ პაციენტებს ვეღარ იღებენ.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, სომხეთს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ თუ სომხეთი დააყენებს საკითხს, რომ დახმარება სჭირდებათ, მზად არიან, დაეხმარონ.

კომენტარები