ჯოან როულინგი

“ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან” - დენიელ რედკლიფი ჯოან როულინგს გამოეხმაურა

ჰარი პოტერის ვარსკვლავმა, დენიელ რედკლიფმა, ჯოან როულინგს 6 ივნისს დაწერილ პოსტს უპასუხა.

"ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან", - წერს მსახიობი ესეში, რომელიც მან LGBTQ თემის წევრების მხარდასაჭერ პლატფორმაზე გამოაქვეყნა.

რედკლიფი წერის დროს მიუთითებს, რომ ტრანსგენდერებსა და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ახალგაზრდობის 78%-ს დისკრიმინაცია გამოუცდიათ.

"აშკარაა, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი ტრანსგენდერ და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს. არ გავაქროთ მათი პიროვნული მახასიათებლები და არ მივაყენოთ კიდევ უფრო მეტი ზიანი", - წერს მსახიობი.

რედკლიფმა წერილში ჰარი პოტერის ფანებს "მიყენებული ტკივილისთვის" ბოდიში მოუხადა.

"თუ ამ წიგნებმა გასაწავლეს, რომ სიყვარული ყველაზე ძლიერია და ყველაფრიდან ამოსვლა შეუძლია; თუ ამ წიგნებმა გასწავლეს, რომ ძალა მრავალფეროვნებაშია; თუ გჯერა, რომ რომელიმე პერსონაჟი ტრანსგენდერია, არაბინარული გენდერული იდენტობა აქვს, გეია ან ბისექსუალია; თუ ოდესმე გიპოვიათ რამე ამ ისტორიაში, რაც დაგხმარებიათ ცხოვრებაში - ეს თქვენ და ამ წიგნებს შორის არის და წმინდაა. ჩემი აზრით, მას ვერავინ შეეხება", - წერს მსახიობი.

რედკლიფმა ასეე აღნიშნა, რომ ის ჯოან როულინგთან არ ჩხუბობს, უბრალოდ ხმამაღლა ლაპარაკი საჭიროდ ჩათვალა.

6 ივნისს, ლეგენდარული მწერალი, ჯოან როულინგი, სტატიას გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ "1.8 მილიარდ გოგოს, ქალს და გენდერულად არაბინარულ ადამიანს მენსტრუაცია აქვს და ეს პანდემიასთან ერთად არ შეწყვეტილა"

როულინგმა ტვიტერზე სტატია კი ამ კომენტარით გამოაქვეყნა: "ადამიანებს, რომელთაც მენსტრუალური ციკლი აქვთ - დარწმუნებული ვარ, მათ დასახასიათებლად რამე კონკრეტული სიტყვა არსებობს - Wumben? Wimpund? Woomud?"

კომენტარები