ბათუმი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ბათუმში ტაძრიდან 30 ლარამდე თანხა და საეკლესიო ნივთები მოიპარა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საკათედრო ტაძრიდან 30 ლარისა და საეკლესიო ნივთების მოპარვისთვის დააკავეს წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული თ.ღ.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი 2020 წლის 2 ივნისს გაძარცვეს. შსს-ს ცნობით, თანხისა და საეკლესიო ნივთების მოპარვის შემდეგ თ.ღ. ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თ.ღ-მ 2020 წლის მარტში ბათუმში მოქალაქეს საფულე და ტელეფონი მოპარა, მაისში კი ჯიხური გაქურდა და გასაყიდი სუვენირები მოიპარა.   

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიდინარეობს, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

კომენტარები