კორონავირუსი საქართველოში

სად დაჯარიმდებით, თუ პირბადე არ გეკეთებათ - მთავრობამ დადგენილება მიიღო

მთავრობამ ის დაწესებულებები განსაზღვრა, სადაც პირბადის გარეშე ყოფნის გამო ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი, რომელიც ადამიანს ნიღბის გარეშე შეუშვებს – 500 ლარით. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

თუ პირბადე არ გეკეთებათ, დაჯარიმდებით: 

  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც შეუძლებელია დისტანციის დაცვა, მაგალითად, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე. თუ შეუძლებელი იქნება დისტანცია, დამსწრეებმა უნდა გაიკეთონ პირბადე
  • საერთო სარგებლობის ლიფტებში
  • სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში
  • სავაჭრო ობიექტებში
  • ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს დაწესებულებებში
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა არ ეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი ორგანოების პრობლემები, ფილტვის დაავადებები, ბრონქული ასთმა. ასევე, არ დაჯარიმდებიან შშმ პირები.

გარდა ამისა, შეხვედრებზე თავშეყრის დროს მომხსენებელს შეუძლია, უნიღბოდ წარმოადგინოს პრეზენტაცია, თუ ის იცავს ორმეტრიან დისტანციას. 

კომენტარები