გიორგი გაბუნიას მკვლელობის სავარაუდო მცდელობა

FORMULA: საქართველოში დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენი გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა

Facebook/ გიორგი გაბუნია

ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

ტელეკომპანია ამ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 20:00 საათისთვის ბრიფინგი ჩანიშნა. 

2019 წლის ივლისში ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსთავის 2-ის ეთერში, გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" მსვლელობისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

მოგვიანებით გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გამოეხმაურა და დაიმუქრა. კადიროვმა დაწერა, რომ "მსოფლიოში მილიონი ახალგაზრდაა, რომლებიც ღრმად სცემენ პატივს ვლადიმირ პუტინს" და რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს", თორემ, მისივე თქმით, "პირველივე შემხვედრმა შეიძლება, გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს". 

კომენტარები