Palm Springs

ახალი კომედია PALM SPRINGS-ის თრეილერი გამოვიდა

სატელევიზიო არხმა Hulu მომავალი მხატვრული კომედიის  – Palm Springs-ის თრეილერი გამოაქვეყნა.

რომანტიკული კომედიის მთავარი გმირები ერთსა და იმავე დღეს იღვიძებენ. ფილმის შემქმნელების განცხადებით, Palm Springs თანამედროვე ზაზუნას დღეა, ორი პერსონაჟით.

სურათში მთავარ როლებს ენდი სემბერგი და კრისტინ მილიოტი ასრულებენ. ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, ფართო აუდიტორიისთვის კომედია მიმდინარე წლის 10 ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები