ნოტრ-დამის ხანძარი

ნოტრ-დამის ხანძარზე ფილმს გადაიღებენ

0 კომენტარი
ფოტო: Insurance

ფრანგი რეჟისორი ჟან-ჟაკ ანო ნოტრ-დამის ხანძრის შესახებ ფილმს გადაიღებს.

სურათის სცენარზე იმუშავებს ტომას ბიდეგენი, პროექტის პროდიუსერი ჟერომ სეიდუ იქნება. 

შემქმნელების თქმით, მომავალ ფილმში ხანძრის გარდა, "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციებიც გამოჩნდება. 

ჟან-ჟაკ ანო ოსკარის, დავიდ დი დონატელოს და არაერთი სეზარის ჯილდოს მფლობელია. რეჟისორმა უკანასკნელი ფილმი 2015 წელს გადაიღო.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 2019 წლის 15 აპრილს გაჩნდა. შედეგად, დაიწვა შპილი და ჩამოინგრა სახურავის დიდი ნაწილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები