გვახსოვს, რაც ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს - პარლამენტთან აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა (VIDEO)

რუსთაველის გამზირზე გავრილოვის ღამის წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ის მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ შეასრულა.

აქცია ორი საათის მანძილზე გაგრძელდა. სიტყვით 20 ადამიანი გამოვიდა.  დისტანციის დასაცავად ქუჩა მოიფინა სტიკერებით, რომელზეც ვლადიმირ პუტინია გამოსახული. მიტინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ტერიტორია სტიკერებისგან გაასუფთავეს.

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალიც დაკარგა. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი.

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები