ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა

0 კომენტარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით, 8,25%-მდე შეამცირა. 

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების მიზეზით დაიწყო. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ პირველი ნაბიჯი სებ-მა 29 აპრილს გადადგა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შემცირდა. 

ეკონომიკური კრიზისის პირობებში საბაზისო განაკვეთის შემცირება პოპულარული ნაბიჯია, რადგან ბიზნესისა და საცალო სექტორის შედარებით იაფ  და უწყვეტ დაკრედიტებას უზრუნველყოფს. ამის მიუხედავად, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილებას სხვა ასპექტებიც გააჩნია, კერძოდ კი ინფლაცია. 

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება სებ-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულს. ამ პირობებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი ინფლაციაზე დამატებით წნეხს ქმნის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები