საქართველო-ევროკავშირი

Euronews-ის ინფორმაციით საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებსაც ევროკავშირი საზღვარს უხსნის

0 კომენტარი
ფოტო: Euronews

Euronews-მა მოიპოვა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირი საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავს. ამ სიაში საქართველოც შედის.

ევროკავშირი არაწევრი ქვენების ნაწილს საზღვარს პირველი ივლისიდან, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შედგენილი სიის მიხედვით გაუხსნის.

სიაში არ არის აშშ, ბრაზილია და რუსეთი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში პირველ სამ ადგილს იკავებენ.

Euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის სიის განხილვა 25 ივნისს შეთანხმების გარეშე დასრულდა და დებატები 26 ივნისს გაგრძელდება. მათ მიერ გამოქვეყნებული სია სამუშაო ვერსიას წარმოადგენს. გამოცემის ინფორმაციით უთანხმოების მიზეზს ქვეყნების შერჩევის კრიტერიუმები წარმოადგენს.

საქართველოს გარდა სიაში შედიან: მონაკო, მონტენეგრო, ვატიკანი, ანდორა, სერბეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, სამხრეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, ბუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამა, სენტ-ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა-რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, ზამბია, მავრიკი, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე.

დღეს, 25 ივნისს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

წაიკითხეთ ამ თემაზე ვრცლად: 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები