რესპუბლიკური პარტია

სამნიძე: FACEBOOK პოსტთან დაკავშირებით სუს-დან დამირეკეს

http://eurus.ge/

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის ცნობით, პირად Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაურეკეს. 

როგორც სამნიძე წერს, უწყებიდან ჰკითხეს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწერილი პოსტი მისი იყო, თუ არა.

"დამირეკეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ოფიციალურად გირეკავთო, თქვენ დაწერეთ თუ არა ესა და ეს პოსტი ფეისბუქზეო. პოსტი Covid-19-ის შესახებო.

რა სუსის საქმეა, რას დავწერ-მეთქი და არა, გინდა, თუ არა, მიპასუხეთო, ქალბატონო ხათუნაო. ოფიციალურად მომწერეთ, რა ფბ პოსტებს დასდევთ-მეთქი.

მეორედ რომ დარეკა, ელენე ხოშტარიამ უპასუხა, დაახურა და რაღაც აღარ რეკავენ და ხომ კარგად ხართ?" - წერს სამნიძე სოციალურ ქსელში. 

კომენტარები