გიორგი შაქარაშვილის საქმე

სამთავრობო მედიის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს

სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს. შსს-ში სიახლეს არ ადასტურებენ, თუმცა, ტელეკომპანია იმედის ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე განცხადება დღის ბოლომდე გაკეთდება.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალგაზრდების დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია მთავარიც, თუმცა, რაოდენობას არ აკონკრეტებს.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ის გუშინ დაკრძალეს. გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. მისი კვალი ამის შემდეგ დაიკარგა.

ამ დრომდე ის ვიცოდით, რომ გამოძიება რამდენიმე საკითხზე მუშაობდა და შსს-ს 50-ზე მეტი მოწმე ჰყავდა დაკითხული.

რა ვიცით გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ნახეთ აქ.

კომენტარები