სუს

სუს: ხათუნა სამნიძე გამოკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული, საქმე საბოტაჟის მუხლით დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: ნეტგაზეთი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე უწყებაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზეა დაბარებული. 

სუს-ის ცნობით, გამოძიება საბოტაჟის მუხლითაა დაწყებული, რაც მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს ეხება. 

გუშინ, 25 ივნისს სამნიძემ დაწერა, რომ პირად Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაურეკეს. 

როგორც სამნიძე წერს, უწყებიდან ჰკითხეს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწერილი პოსტი მისი იყო, თუ არა.

"რა სუსის საქმეა, რას დავწერ-მეთქი და არა, გინდა, თუ არა, მიპასუხეთო, ქალბატონო ხათუნაო. ოფიციალურად მომწერეთ, რა ფბ პოსტებს დასდევთ-მეთქი". – წერს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. 

სამნიძის პოსტამდე სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მთავარი არხის სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.უწყებამ ახალი კორონავირუსის შემთხვევების გაყალბებაზე მომზადებული სიუჟეტის ორი რესპონდენტი გამოკითხა. სუს-ის ცნობით, არხმა რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები "შეგნებულად არასწორად თარგმნა" და "ფაქტები დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გააშუქა".

სუს-ის განცხადებას მთავარი არხიც გამოეხმაურა. ტელეკომპანიის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5-საათიანი გამოკითხვის დროს, 20 ივნისს მთავარ არხზე გასული სიუჟეტის რესპონდენტები ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დააშინა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები