კრიმინალი

შსს: კაცმა ოჯახში კონფლიქტისთვის გამოძახებული პოლიციელი დაჭრა და მე-7 სართულიდან გადახტა

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცმა ოჯახში კონფლიქტისთვის გამოძახებული პოლიციელი დაჭრა, რის შემდეგაც მე-7 სართულიდან გადახტა.

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მივიდა.

პოლიცია ქალმა გამოიძახა. სამართალდამცველების დანახვის გამო 1985 წელს დაბადებული გ.კ. აგრესიული გახდა და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი დ. ბ. ცივი იარაღით, მარცხენა ზედა კიდურში დაჭრა.

ამის შემდეგ ის ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ. ბ.-ს ის საავადმყოფოშია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები