Rolling Stones

ROLLING STONES-მა ტრამპს საარჩევნო კამპანიაში მათი სიმღერების გამოყენება აუკრძალა

0 კომენტარი
ფოტო: Fox News

ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფი Rolling Stones ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კამპანიაში მათი სიმღერების უკანონო გამოყენებას გამოეხმაურა.

"ბენდის წევრებს არ სურთ, რომ მათი სიმღერები დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში იყოს გამოყენებული. ეს უკანასკნელი გაფრთხილებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯგუფი სასამართლოს მიმართავს". – ამბობს ბენდის წარმომადგენელი.

ბენდის სიმღერა – You Can't Always Get What You Want ტრამპის ადმინისტრაციამ ქალაქ ტალსაში გამართულ შეხვედრაზე გამოიყენა. იგივე სიმღერა აფორმებდა 2016 წლის საარჩევნო კამპანიას, ოთხი წლის წინ Rolling Stone-მა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის მხარდამჭერი არ არის.

ტალსაში გამართულ შეხვედრაზე გაიჟღერა ამერიკელი მუსიკოსის, ტომ პეტის კომპოზიციამაც – I Won't Back Down, რასაც პეტის ოჯახის წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები