BMW

BMW: გვჯერა კულტურის, სადაც არავის ჩაგრავენ კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის გამო

www.facebook.com/BMW

კომპანია BMW-მ Facebook-ზე თავიანთ ლოგოს ლგბტ დროშის ფერები დაურთო. როგორც კომპანიის წარმომადგენლები წერენ, არც მათ კომპანიაში და არც სოციალურ მედიაში სიძულვილის ან უპატივცემულობის ადგილი არ არის. 

"ჩვენ ვცხოვრობთ მრავალფეროვნებაში. ჩვენ გვჯერა კულტურის, სადაც დაუცველი არავინაა. სადაც არავის ჩაგრავენ ეთნიკური წარმოშობის, კანის ფერის, ეროვნების, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის, ან ასაკის გამო. 

ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. არც ჩვენს კომპანიაში და არც ჩვენს სოციალურ მედიაში სიძულვილისა და უპატივცემულობის ადგილი არ არის. ჩვენ ყველას ვურჩევთ, იყვნენ მეგობრულები და პატივი სცენ ერთმანეთს". – წერს კომპანია Facebook-ზე. 

კომენტარები