ქალზე ძალადობა

კაცს, რომელმაც 24 წლის ქალს ბენზინი გადაასხა და დაწვა სცადა, პატიმრობა შეეფარდა

www.gwf-online.org

კაცს, რომელმაც 24 წლის ქალს ბენზინი გადაასხა და დაწვა სცადა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

შემთხვევა 30 ივნისს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, კაცმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი ღამის საათებში სახლიდან გაიყვანა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ქალს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, 24 წლის ქალს კი ადგილზე შეკრებილი ადამიანები დაეხმარნენ. 

ცეცხლის წაკიდების შედეგად ქალმა მრავლობითი დამწვრობები და ძლიერი შოკი მიიღო.  

დაკავებულ შ. გ-ს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა. დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები