ქართული მარშის ყრილობა

ნეოფაშისტურ, პროპუტინურ ქართულ მარშს ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ყრილობა ჩაატარებინეს

0 კომენტარი

ნეოფაშისტურ, პროპუტინურ დაჯგუფება ქართულ მარშს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ყრილობა ჩაატარებინეს. 

ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ მისთვის სიმბოლურია, რომ პარტიას ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში აფუძნებს, "რადგან ფუძემდებლურად ჭავჭავაძის პრინციპების გამგრძელებლები" არიან. 

მისივე თქმით, ქართული მარში მუზეუმში ყოფნას იმსახურებს, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო კი - არა. 

"მე საერთოდ ასეთ წესსაც დავაწესებდი, რომ ავუკრძალავდი მათ, არამარტო ილია ჭავჭავაზის სახლ-მუზეუმში შემოსვლას, არამედ ყველა ისეთ ძირითად, ჩვენს ფუძემდებლურ, სახემწიფოებრივ ადგილას ყოფნას, რომელსაც ისინი წაბილწავენ".- თქვა ბრეგაძემ.

ბრეგაძე, 2020 წლის არჩევნებში არ გამორიცხავს, რომ თემატურად ითანამშრომლოს, მათ შორის ქართულ ოცნებასთანაც

ყრილობის ჩატარებამდე ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა პარტიის სახელით განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოუწოდა, არ დაუთმოს ნეოფაშისტურ, პროპუტინურ დაჯგუფება ქართულ მარშს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორია. 

გიორგი კანდელაკის შეფასებით, ეს ფაქტი თავისთავად შეურაცხმყოფელია ამ ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქისთვის. 

როგორც ტაბულა ცოტა ხნით ადრე წერდა, მუზეუმის ადმინისტრაციამ თქვა, რომ მუზეუმი კომერციული ფართია და მისი ქირაობა ნებისმიერი დანიშნულებით შეიძლება.

"მუზეუმის ტერიტორია სხვადასხვა მიზნობრიობით ქირავდება, ჩვენ ვაქირავებთ ტერიტორიას სხვადასხვა სახის შეკრებებისთვის. სრულიად აპოლიტიკურები გახლავართ და ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს". – თქვა სახლ-მუზეუმის თანამშრომელმა.

მუზეუმის დირექტორი მთავარ არხთან ამბობს, რომ მარშის წევრებმა მუზეუმის ტერიტორია ორი საათით დაიქირავეს და საათში 1500 ლარი გადაიხადეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები