თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 6 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კომკავშირის ხეივნის, ბოტანიკურის, ასათიანის, გუდიაშვილის, პუშკინის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის, სანაპიროს, ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი ხეივნის, ბადაგის, წითლანაძის, საბატონოს და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, აბულაძის, ირბახის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მაიკოვსკის და ყიფიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ატენის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის და რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გიორგი ბრწყინვალისა და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ" - აცხადებს თელასი.

კომენტარები