კორონავირუსი ინდოეთში

ინდოეთი COVID-19-ის შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

კვირას ინდოეთში COVID-19-ის 24 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შედეგად, შემთხვევათა საერთო რაოდენობა 698 233-მდე გაიზარდა. ახალი კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობით ინდოეთი, აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა.  

ინდოეთის დედაქალაქი დელი ინფექციის გავრცელების ეპიცენტრია, გასული კვირის მონაცემებით, აქ 80 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინდოეთის მოსახლეობა 1.3 მილიარდზე მეტია, რაც ტესტირებასა და კონტაქტების გამოვლენას მნიშვნელოვნად ართულებს.

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დაცვას ართულებს სიცხე. ნიუ დელიში ჰაერის ტემპერატურა 48°C-მდე გაიზარდა. სიცხის გამო მოსახლეობას უჭირს სახლში დარჩენა, ხოლო ნიღბების ტარება გაუსაძლისი ხდება.

ინდოეთში კარანტინის მკაცრი ზომების შემოღება მარტიდან დაიწყო. გაიცა სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები. თუმცა, მაისში, კარანტინის მოხსნის შემდეგ, ნათელი იყო, რომ ინდოეთმა მრუდის დადაბლება ვერ მოახერხე. პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი ეწინააღმდეგება საკარანტინო ზომების თავიდან შემოღებას, თუმცა ზოგიერთი ქალაქი ხელახლა გეგმავს შეზღუდვების შემოღებას. ინდური მედიის ინფორმაციით, მუმბაის მეზობელი ქალაქები იძულებულნი იქნებიან, მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები