კორონავირუსი საქართველოში

რა წესები უნდა დაიცვან სპორტდარბაზებმა და საცურაო აუზებმა

https://www.fitnessblog.ge/

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, დღეს ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს, რომლებიც სპორტდარბაზებმა და საცურაო აუზებმა უნდა დაიცვან.

ფერაძემ რეკომენდაციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპორტდარბაზებში ყოველ 6 კვ.მეტრზე ერთი ადამიანი დაიშვება, უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული. გამოცემული იქნება შესაბამისი პროტოკოლი და წესი. ასევე:

  • დალაგების შემდეგ განიავება უნდა მოხდეს ორპირი ქარის პრინციპით;
  • საშხაპეები შესაბამისი ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი. 
  • კარადები უნდა იყოს გამოტოვებული. 
  • თითოეული ადამიანისთვის ერთჯერადი შეფუთვის პირსახოცი უნდა იყოს გამოყოფილი. 
  • ჯგუფური ვარჯიშებისას დაშვებულია არა უმეტეს 10 ადამიანი. 

რაც შეეხება აუზებს, ფერაძის თქმით, წყალს კოლიბაქტერიებზე ლაბორატორულად გამოიკვლევენ და, გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, სრულფასოვანი მიკრობიოლოგიური კვლევა მოხდება. 

მისივე თქმით, შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი, რბილი მასალების გამოყენება. ყოველი გამოყენების შემდეგ კი შეზლონგს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.

საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმება 7 ივლისიდან დაიწყება.

კომენტარები