თბილისის ქუჩები, რომლებსაც 7 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 7 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ორხევის დასახლების, ფიროსმანის, პეტრიწის, მუხაძისა და ესენინის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, მათიაშვილის, ქობულაძის, ჩოჩუასა და კობცოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წერეთლის გამზირისა (ნაწილობრივ) და კედიას ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამრეწველო დასახლების, გეთიასა და ჯანელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილისა და არაყიშვილის ქუჩების  მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მახათას მთის, ცაიშის, მეუნარგიას, ქურდიანის, ზაქრაძისა და ზაზიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: შმიდტის, საირმის, ბურძგლას, ცაგარელის, მიცკევიჩისა და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ტაბახმელას მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ". –აცხადებს თელასი.

კომენტარები