ეზრა მილერი

ფლეშის პროდიუსერებმა, შესაძლოა, ეზრა მილერი შეუფერებელი საქციელის გამო დაითხოვონ

0 კომენტარი
ფოტო: Cosmic Book News

კინოსტუდია Warner Bros. ახალ ფლეშზე მუშაობას იწყებს, ყველაზე სწრაფი სუპერგმირის როლზე ეზრა მილერი განიხილება, რომელმაც წითელი კოსტუმი სამართლიანობის ლიგაში ერთხელ უკვე მოირგო. პორტალ We Got This Covered-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროდიუსერებმა, შესაძლოა, მსახიობი შეუფერებელი საქციელის გამო პროექტიდან დაითხოვონ. 

აპრილის დასაწყისში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მილერი თაყვანისმცემელ ქალს თავს დაესხა. დაზარალებული ხუმრობით ჩხუბს სთავაზობს, მილერი ქალს ასფალტზე აგდებს და მის დახრჩობას ცდილობს.

ინციდენტის შემდეგ სტუდიას ათასობით თაყვანისმცემელმა მისწერა წერილი და მილერის დათხოვნა მოითხოვა. 

ფლეშის გადაღებები 2022 წელს იგეგმება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები