ხანძარი წინანდლის რედისონში

წინანდლის მამული: რედისონში ხანძრის შედეგად დაიწვა საუნა და მიმდებარე ტერიტორია

ტაბულა

წინანდლის რედისონში ხანძრის შედეგად დაიწვა საუნა და მიმდებარე ტერიტორია. ამის შესახებ ინფორმაციას წინანდლის მამული ავრცელებს.

მათივე თქმით, დამსვენებლები და თანამშრომლები ევაკუირებული არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინანდლის რედისონიდან ადამიანების ევაკუაცია დასრულდა, დაშავებულები არ არიან. ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თვითმხილველებმა წინანდლის რედისონში გაჩენილი ხანძარი დაახლოებით 2 საათის წინ შენიშნეს.

კომენტარები