კონფედერატების ძეგლები

ტიმბერლეიკი: თუ განვითარება გვინდა, კონფედერატების ძეგლები უნდა ჩამოვაგდოთ

Getty Images

ამერიკელმა მომღერალმა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა ამერიკაში არსებულ კონფედერატთა ძეგლებზე ილაპარაკა და მათ ჩამოგდებას დაუჭირა მხარი.

ტენესის შტატში დაბადებულმა ტიმბერლეიკმა საკუთარი შეხედულებები Instagram-ზე დაწერა.

"უხეშად რომ დავთვალოთ, ამერიკაში კონფედერატების 1 848 ძეგლი დგას. მათგან ნახევარზე მეტი სამხრეთში არის აღმართული და ეს საერთოდ მიუღებელია. ნურავინ დაიცავს კონფედერატი ლიდერებისა და მონათმფლობელების მემკვიდრეობას". – წერს მომღერალი.

ტიმბერლეიკი მიიჩნევს, რომ ამ ძეგლების ჩამოგდება შავკანიანი ადამიანების მიმართ პატივისცემის გამოხატვაა.

"თუ განვითარება გვსურს, ეს ძეგლები [კონფედერატების] უნდა ჩამოვაგდოთ. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ძეგლების ჩამოგდებით ჩვენი ისტორიიდან ჩაგვრის მომენტები არ ამოიშლება – მათი ჩამოგდება შავკანიანი ადამიანების მიმართ პატივისცემის გამოხატვაა. ესაა პროგრესისა და საყოველთაო თანასწორობისაკენ გადადგმული ნაბიჯი". – წერს მომღერალი.

კონფედერატების ძეგლების მართებულობასთან დაკავშირებული დებატები, უკანასკნელი კვირებია, მიმდინარეობს. შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ სხვადასხვა შტატებში შეკრებილი მომიტინგეები ძეგლებს აგდებენ ან აწერენ, რომ ეს ადამიანი რასისტი იყო.

კომენტარები