CBS

CBS-მა სერიალების პროდიუსერი შეუფერებელი საქციელის გამო დაითხოვა

Hollywood Reporter

სატელევიზიო არხმა CBS-მა სერიალების MacGyver-ისა და Magnum P.I.-ს შოურანერი, პიტერ ლენკოვი სამსახურიდან დაითხოვა.

"პიტერ ლენკოვი MacGyver-სა და Magum P.I.-ს აღმასრულებელი პროდიუსერი აღარ იქნება. სტუდიამ მასთან ურთიერთობა დაასრულა. სერიალებს მონიკა მეისერი და ერიკ გუგენჰაიმი გადაიბარებენ". – წერია არხის ოფიციალურ განცხადებაში. 

სტუდიის თანამშრომლებმა ლენკოვი გადასაღებ მოედანზე უხეშობაში დაადანაშაულეს. შოურანერი განსაკუთრებით აგრესიული დაქვემდებარებული ქალების მიმართ იყო. საჩივარზე დაყრდნობით CBS-მა შიდა გამოძიება ჩაატარა.  

 

კომენტარები