"თქვენს საქმეს მიხედეთ". – ასე გამოეხმაურა Twitter-ზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს საელჩოს პრესსპიკერის, რებეკა როსის შეშფოთებას ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით.
"რუსეთი მედიის კუთხით 2020 წელს მიმდინარე საკითხია. ვაკვირდები რუსი ჟურნალისტების დაკავებას. ჩანს, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა მედიის თავისუფლების წინააღმდეგ". – დაწერა ტვიტერზე რებეკა როსმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონიშნა.
პასუხად უწყების ოფიციალურმა გვერდმა დაწერა:
"შენს საქმეს მიხედე".
7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ როსკოსმოსის თავმჯდომარის მრჩეველი და კომერსანტის ყოფილი ჟურნალისტი, ივან საფრონოვი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს.
საფრონოვის საქმეზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.