სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრების მიმართ მუქარისთვის თელავის საკრებულოში ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარი, ამჟამად ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის წევრი მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, ტეტე-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. პოლიციამ მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო" - აცხადებს შსს.
გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.