კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

რამიშვილი სპეცმმართველებზე: ამ კანონის ამ რედაქციით მიღება არ იქნება სწორი და მართებული

0 კომენტარი
გიორგი რამიშვილი

კომპანია Silknet-ის მფლობელი, გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საკანონმდებლო ინიციატივის იმ ფორმით გატანა, როგორითაც ის ახლა არის წარმოდგენილი, არც სწორია და არც მართებული. 

ამის შესახებ ბიზნესმენმა ილაპარაკა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სწორედ ამ საკანონმდებლო ინიციატივას ეხებოდა. 

"ვუსმენ ამდენი ხანია, ძალიან ბევრი არგუმენტია, ჩვენი [ბიზნესის] მხრიდანაც ძალიან ბევრი ძალიან კარგი იურისტია წარმოდგენილი და, როგორც ხედავთ, ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები გავწიოთ გვერდით და ის შენიშვნები, რაც ითქვა, განვიხილოთ. 

ქვეყნისთვისაც ნორმალური [კანონი მივიღოთ], ეს ინდუსტრია რომ არ გადავაყოლოთ ერთ კონკრეტულ რაღაცას. როგორ შეიძლება, რომ ვერ ვიპოვოთ საერთო ენა"? – თქვა გიორგი რამიშვილმა. 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, მოიცავს ცვლილებებს კანონებში, როგორც მაუწყებლობის, ისე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ. ამ ინიციატივის მიხედვით, კომისიას მიენიჭება უფლება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში წარადგინოს სპეციალური მმართველი, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ექნება. 

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების კომპანიის მიერ სასამართლოში გასაჩივრება აღარ გამოიწვევს აღსრულების შეჩერებას საქმის დასრულებამდე, როგორც ეს მანამდე ადმინისტრაციული კოდექსით იყო გათვალისწინებული.

კანონპროექტზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები