კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი

0 კომენტარი
ფოტო: CNN

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი. მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 986 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 857 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის გარდა, საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს 28 ქართველი ჯარისკაცი – მათ კორონავირუსი ავღანეთში დაუდასტურდათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები