კრიმინალი

ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში ორი ადამიანი დაჭრეს

flickr.com

ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დაკავებულია ერთი ადამიანი. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები