კაპიტანი ამერიკა

კრის ევანსმა ბიჭს რომელმაც და ძაღლისგან გადაარჩინა კაპიტანი ამერიკას ფარი აჩუქა

0 კომენტარი
ფოტო: Befunky

"შურისმაძიებლების" ვარსკვლავმა, კრის ევანსმა გმირ ბიჭს, ბრიჯერ უოკერს, რომელმაც ძაღლის თავდასხმისგან თავისი და გადაარჩინა, "კაპიტანი ამერიკას" ფარი აჩუქა.

View this post on Instagram

There are no words. We are so, so thankful.

A post shared by Nikki Walker (@nicolenoelwalker) on

"მეგობარო, შენ ნამდვილი გმირი ხარ, მამაცი და თავგანწირული. შენი მშობლები ამაყობენ შენით, შენს დას ძალიან გაუმართლა რომ ასეთი ძმა ყავს". – ეუბნება ვიდეომიმართვაში ევანსი.

რამდენიმე დღის წინ ეზოში თამაშისას ბრიჯერის უმცროს დას ძაღლი გამოეკიდა. ბიჭი ძაღლსა და თავის პატარა დას შორის ჩახტა და გადაწყვიტა, ძაღლს თავად შეტაკებოდა. სანამ ბავშვები უსაფრთხო ადგილას გაქცევას მოახერხებდნენ ცხოველმა ბრიჯერი დაკბინა. 

"თუკი ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს აუცილებლად მე უნდა ვყოფილიყავი". – თქვა მოგვიანებით ბრიჯერმა.

მას სახეზე 90-მდე ნაკერი დაადეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები